ფეხბურთი

23:40 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" მეორედ ითამაშა და აზიურ ტურნეში გაემგზავრა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ პრესეზონზე მეორე სპარინგი ჩაატარა, ბაზაზე, დახურულ კარს მიღმა „სტოკ სიტის“ შეხვდა, რომელიც 5:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და არნე სლოტმა 59-ე წუთზე შეცვალა. სამი გოლი დარვინ ნუნიესმა გაიტანა, თითოჯერ მეტოქე რიო ნგუმოამ და ფედერიკო კიეზამ დაამწუხრეს.

„ლივერპული“ აზიურ ტურნეში გაემგზავრა, გუნდთან ერთად იქნება მამარდაშვილიც. ტურნეს მიღმა აღმოჩნდა ფედერიკო კიეზა, რომელსაც ახალი გუნდის ძებნა მოუწევს, რადგან „წითლების“ გეგმებში არ შედის.

„ლივერპული“ 26 ივლისს, „მილანს“ ჰონგ კონგში შეხვდება, ხოლო 30 ივლისს, იაპონიაში, „იოკოჰომას“ დაუპირისპირდება. მერსისაიდელები პრემიერლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ შინ დაუხვდებიან, ხოლო მანამდე 5 დღით ადრე „კრისტალ პალასს“ ინგლისის სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094029