ფეხბურთი

10:33 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მოსამზადებელ პერიოდს ჰონ-კონგსა და იაპონიაში გაივლის, კიეზა 29-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა

"ლივერპული" მოსამზადებელ პერიოდს ჰონ-კონგსა და იაპონიაში გაივლის, სადაც 29-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, მათ შორის არის გიორგი მამარდაშვილიც. აღნიშნულ პერიოდში ინგლისური კლუბი 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, პირველ მატჩში 26 ივლისს "მილანს" დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში "იოკოჰამას" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ 29-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა, რომელიც დიდი ალბათობით ახალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაბირებით სერია A-სა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა "ლივერპულს" 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან გასულ სეზონში ჯამში მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097273