ფეხბურთი

15:13 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილით ბერძნული გრანდი დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებს ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილს ახალი მსურველი ჰყავს. ბერძნული გამოცემების ინფორმაციით ქართველის გადაბირებით "პანათინაიკოსია" დაინტერესებული.

გამოცემა IN-ის ინფორმაციით, ბერძნული კლუბის ზურიკოს წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. "პანათინაიკოსის" სურვილია ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველად იჯარის წესით დაიმატოს და მის კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩაიწეროს.

მას შემდეგ, რაც "სენტ-ეტიენი" საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, ზურიკო დავითაშვილი არაერთ კლუბს დაუკავშირეს. მის სანაცვლოდ ფრანგული კლუბი დაახლოებით 15-20 მილიონს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088728