"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ფეხბურთელმა როდრიგომ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩაბი ალონსოს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ამისთვის კი გამოცდილი ფეხბურთელი ესაჭიროება, როგორიც როდრიგოა. ესპანელ ფეხბურთელს "სიტისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
იმ შემთხვევაში, თუ როდრიგოს ტრანსფერი არ გამოვა, "სამეფო კლუბი" ამ პოზიციაზე კიდევ სამ ფეხბურთელს, ენცო ფერნანდესს, ალექსის მაკ ალისტერს და ნიკოლო ბარელას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ როდრიგომ მძიმე მუხლის მძიმე ტრავმის გამო 9 თვე იუქმა და მოედანს სულ ახლახანს დაუბრუნდა. 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულია.