ფეხბურთი

19:18 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოდრიჩის ტრანსფერზე ისაუბრა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება შეცვალოს გუნდში მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის მისვლამ.

„მოდრიჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება; ის ჩემპიონია და გუნდის ტექნიკურ დონეს აამაღლებს. ჩვენ მას აქ ველოდებით“, - ციტირებს გამოცემა AS იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ რომ, ამჟამად ხორვატი ნახევარმცველი შვებულებაშია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შემდეგ, ხოლო „მილანი“ სინგაპურში სეზონისწინა ტურნირს ჩაატარებს.

მოდრიჩი ესპანეთის დედაქალაქის კლუბში 13 წლის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 597 მატჩში 49 ბურთი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა. „რეალთან“ ერთად ხორვატმა 27 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინდივიდუალურად, ნახევარმცველმა მოიგო „ოქროს ბურთი,“ ასევე უეფას და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091958