„აინტრახტის“ თავდამსხმელმა იუგო ეკიტიკემ „ლივერპულთან“ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
Sky Sports-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ცნობით, 23 წლის ფრანგი 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 15-16 მილიონი ევრო იქნება.
ეკიტიკე „აინტრახტში“ 2024 წლის ზაფხულში პსჟ-დან გადავიდა. მანამდე ის გუნდში იჯარით თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.






