ფეხბურთი

22:16 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბ ანტონის შეძენასთან ახლოსაა

მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბ ანტონის შეძენასთან ყველაზე ახლოსაა. ამის შესახებ iNews გვამცნობს. დიეგო სიმეონეს გუნდის გარდა, ფეხბურთელის მომსახურებით „ბეტისიც“ არის დაინტერესებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სევილიურ კლუბს „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელის შეძენა სურს, თუმცა არა იმ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ითხოვს.

გასული სეზონის მეორე ნახევარში ანტონიმ ესპანეთის ჩემპიონატში „ბეტისის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089707