„ლივერპულმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ფრანკფურტის „აინტრახტთან“ თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, იტყობინება Give me Sport.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს 79.7 მილიონი ევროს ფიქსირებულ გადახდას პლუს კიდევ 11.5 მილიონი ევროს ბონუსებს, რაც დამოკიდებულია გუნდის შედეგებსა და ფრანგი თავდამსხმელის პირად წვლილზე მის შედეგებში.
ასევე ცნობილია, რომ ეკიტიკემ უკვე მიიღო ნებართვა ინგლისში გადასვლის შესახებ ფორმალობების შესათანხმებლად. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც აზიაში გაემგზავრება, რათა არნე სლოტის გუნდს სეზონისწინა ტურნეში შეუერთდეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აინტრახტს“ ფეხბურთელის კლუბის რეკორდულ 94.7 მილიონ ევროდ გაყიდვა სურდა, მაგრამ გერმანული კლუბი საბოლოოდ უფრო მცირე თანხაზე დათანხმდა.
გასულ სეზონში 23 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.