სხვა

9:15 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბი ნურმაგომედოვი: "მერაბთან მარცხის შემდეგ, რთული იყო მეპოვა სწორი სიტყვები, რომლებსაც უმარს ვეტყოდი"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად MMA-ს მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა HUSTLE SHOW-ს პოდკასტში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის კომენტარი უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზეც გააკეთა.

"რა ვუთხარი უმარს მერაბთან წაგების შემდეგ? სიმართლე გითხრათ, იმ დროს სწორის სიტყვების პოვნა ძალიან რთული იყო. ზოგადად წაგება არავის უყვარს, მათ შორის არც მე, არც მერაბს და არც უმარს. მე პირადად მირჩევნია, რომ მებრძოლმა ასეთ რთულ სიტუაციას მარტომ გაუმკლავდეს, რა თქმა უნდა გვერდში ვუდგავარ, თუმცა მისი კარიერისთვის ეს უკეთესია, რადგან თუ ამ ყველაფერს გადალახავს, გაძლიერდება, თუ ვერ გადალახა შეიძლება არც არასდროს შექმნილა ჩემპიონობისთვის. თუ უმარი ამ ყველაფერს გაუმკლავდება და დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ ჩემპიონობა მისთვის უფრო ტკბილი იქნება." - განაცხადა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 2025 წლის 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096521