სხვა

9:33 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქმეში ბრუნდება. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი "მანქანა" საჩემპიონო ქამარს რეიტინგის მე-3 ნომერ კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, ბრძოლა საქართველოს დროით 5 ოქტომბერს UFC 320-ზე გაიმართება, რომელსაც T-Mobile Arena უმასპინძლებს. მერაბისა და სენდჰეგენის ბრძოლა ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება, ხოლო მთავარი ბრძოლა ქვემძიმე წონის საჩემპიონო რემატჩი იქნება, სადაც მაგომედ ანკალაევი ალექს პერეირას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი კარიერაში მესამედ შეეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას, წინა ორ შემთხვევაში, ქართველმა ჯერ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ტიტული შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცვა.

რაც შეეხება, კორი სენდჰეგენს ის რეიტინგის მე-3 ნომერია და ბოლო ბრძოლაში მან დეივისონ ფიგერედო დაამარცხა. მას კარიერაში სულ 23 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 18-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 5-ჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090425