UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. აღნიშნული ბრძოლის ჩანიშვნას რუსი მებრძოლი პიოტრ იანი გამოეხმაურა, როგორც მან თქვა, მზად არის აღნიშნული ბრძოლა დააზღვიოს.
"კორი სენდჰეგენი კარგი ბიჭია და იმსახურებს შანს, მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ყველაფერს UFC-ი წყვეტს. მზად ვარ აღნიშნული ბრძოლა დავაზღვიო ან მათ შორის გამარჯვებულს შევხვდე." - განაცხადა იანმა.
ცნობისთვის მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა საქართველოს დროით 5 ოქტომბერს UFC 320-ზე გაიმართება, რომელსაც T-Mobile Arena უმასპინძლებს. რაც შეეხება პიოტრ იანს, მას მომდევნო ჩხუბი უკვე ჩანიშნული აქვს და რუსი მებრძოლი 26 ივლისს აბუ-დაბიში მარკუს მაკგის დაუპირისპირდება.