„ნაპოლი“ „ტორინოდან“ მეკარეს, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩს დაიმატებს, ხოლო საპირისპიროდ, სირილ ნგონგე ტურინულ გუნდს შეუერთდება.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. სერბი მეკარე „ნაპოლის“ 22 მილიონი ევრო დაუჯდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ნგონგე „ტორინოს“ ნეაპოლური კლუბიდან იჯარით, მაგრამ 17 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. მოსალოდნელია, რომ ორივე ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.
ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი „ტორინოში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 158 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ასევე უთამაშია „ვოივოდინაში“, „ლეხიაში“, „სპალში“, „ასკოლისა“ და „სტანდარდში“.
რაც შეეხება ნგონგეს, ის „ნაპოლიმ“ 2024 წლის ზამთარში „ვერონადან“ დაიმატა, მაგრამ ბელგიელმა გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.






