ფეხბურთი

11:09 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ კოლო მუანი პსჟ-ს სარეზერვო გუნდთან ერთად ავარჯიშა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პირველი გუნდის ძვირადღირებული ფრანგი თავდამსხმელი, რანდალ კოლო მუანი, რომელიც „იუვენტუსში“ იჯარის გასვლის შემდეგ დაბრუნდა, სათადარიგო გუნდთან ერთად ავარჯიშა, ამის შესახებ Le Parisien წერს.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ესპანელი სპეციალისტი თავდამსხმელს ძირითად მოთამაშედ არ მოიაზრებს და ელოდება, როდის მოახერხებს კლუბი მის გაყიდვას. ამ ეტაპზე ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზებები არ არსებობს. აღნიშნულია, რომ სათადარიგო გუნდს ნაკლები დატვირთვა აქვს, რის გამოც ფეხბურთელებს ტრავმის მიღების და სხვა კლუბში ტრანსფერის ჩაშლის მაღალი რისკი არ აქვთ.

ამბობენ, რომ კოლო მუანი სარეზერვო გუნდში ესპანელ კარლოს სოლერსა და მარკო ასენსიოს, სლოვაკ მილან შკრინიარს და ფრანგ ნორდი მუკიელეს შეუერთდება. ყველა ამ ფეხბურთელმა გასული სეზონი სხვა კლუბებში დაასრულა, სადაც იჯარით თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოლო მუანი 26 წლისაა. ფრანგმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „იუვენტუსში“ გაატარა და კლუბის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი პსჟ-სთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. 2023 წლის 1 სექტემბერს, რანდალი პარიზელთა რიგებში „აინტრახტიდან“ 95 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096189