„ალ-ნასრის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა, ისაუბრა თავისი გუნდის თავდამსხმელზე, 40 წლის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუზე.
„რონალდუ უნიკალური მოთამაშეა. 40 წლის ასაკში ის აგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს. ჩვენ მსგავსი შეხედულებები გვაქვს ფეხბურთის გარეთ ცხოვრებაზე. მე 70 წლის ვარ, მაგრამ ამას ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც ფიზიკურად ვერ ვგრძნობ. რონალდუ მსოფლიოში ცნობილი ფიგურაა. პორტუგალიაში ყოველთვის არ გვესმის, როგორ შევაფასოთ იგი სწორად. კრიშტიანუს ფენომენი ფეხბურთს სცდება“, - ციტირებს ჟეზუსის სიტყვებს A Bola.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი 21 აგვისტოს იწყება. რონალდუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში პორტუგალიელმა 105 მატჩი ჩაატარა, 93 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.







