ისტორია

15:18 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ზაფხულის ხარჯებმა ეკიტიკეს ტრანსფერის შემდეგ 308 მილიონ ევროს გადააჭარბა

ინგლისის ჩემპიონმა „ლივერპულმა“ ზაფხულის ტრანსფერებზე 308,68 მილიონი ევრო დახარჯა. ამის შესახებ Transfermarkt პორტალი იტყობინება. ოთხშაბათს, 23 ივლისს, მერსისაიდულმა კლუბმა გამოაცხადა თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს, „აინტრახტიდან“ ტრანსფერის შესახებ. მედია გარიგებას 95 მილიონ ევროდ აფასებს.

წყაროს ცნობით, „ლივერპულმა“ ევროპაში ზაფხულის ტრანსფერებზე ყველაზე მეტი დახარჯა. რეიტინგში მეორე ადგილზეა ლონდონის „ჩელსი“ (243,77 მილიონი ევრო). მესამეზე მადრიდის „რეალი“ (167,5 მილიონი ევრო). პირველ ხუთეულში ასევე შედის ორი მანჩესტერული კლუბი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ (153,2 მილიონი ევრო) და „მანჩესტერ სიტი“ (145,7 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ადრე ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ორი ფეხბურთელი - ჯერემი ფრიმპონგი და ფლორიან ვირტცი დაიმატა. გარდა ამისა, გუნდს შეუერთდნენ „ბორნმუთის“ მცველი მილოშ კერკეზი და მეკარეები არმინ პეჩი (პუშკაშის აკადემია) და ფრედი ვუდმენი („პრესტონი“).

თეგებილივეპული
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094897