ფეხბურთი

15:55 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ ესტუპინიანის „ბრაიტონიდან“ ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

ეკვადორელი მცველი პერვის ესტუპინიანი ინგლისური „ბრაიტონიდან“ იტალიურ „მილანს“ შეუერთდა. ამის შესახებ „მილანის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა.

„მილანი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ პერვის ესტუპინიანი კლუბს „ბრაიტონიდან“ გრძელვადიანად შეუერთდა. ეკვადორელი მცველი „როსონერისთან“ კონტრაქტს 2030 წლის 30 ივნისამდე აფორმებს.

ესტუპინიანი 1998 წლის 21 იანვარს ესმერალდასში (ეკვადორი) დაიბადა და საფეხბურთო კარიერა „კიტოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 2015 წლის სექტემბერში მან დებიუტი შეასრულა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და კლუბში 45 მატჩი ჩაატარა. შემდეგ ის თამაშობდა „გრანადაში,“ „ალმერიაში,“ „მალიორკასა“ და „ოსასუნაში,“ სანამ „ვილიარეალში“ გადავიდოდა. მან „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ რიგებში 74 მატჩი ჩაატარა და ევროპა ლიგა მოიგო. 2022 წლის ზაფხულში ის „ბრაიტონში“ გადავიდა და მათ რიგებში 104 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. 2019 წელს მან ეკვადორის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შეასრულა, სადაც დღემდე, მას 48 მატჩი ჩაატარადა ოთხი გოლი გაიტანა. პერვის ესტუპინიანი მეორე ნომრიან მაისურს მოირგებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.078941