კონფერენს ლიგაზე ლიმასოლის „არისის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.
კვიპროსულმა გუნდმა შინ 3:2 აჯობა „პუშკაშ აკადემიას“, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 წუთზე პენალტით გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, კვიპროსელებმა 3:2 გაიმარჯვეს, ხოლო გიორგი მოედანზე მე-60 წუთამდე იყო.
ქვილითაიამ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის შემდეგ თქვა: "ძალიან რთული თამაში იყო. მთავარია, რომ მოვიგეთ. ხასიათი გამოვავლინეთ. მაშინაც კი, როცა ანგარიში 2:2 იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კვიპროსი ჩემი მეორე სახლია. ის, რასაც კვიპროსი განიცდის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გოლი".
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 31 ივლისს, უნგრეთში გაიმართება.









