ფეხბურთი

1:10 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დირკ შუსტერი: "საპასუხო მატჩში განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ომონიასთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვულოცავ „ომონიას“ გამარჯვებას. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ნამდვილად შეიძლებოდა მაშინ მეტი გოლის გაშვება. ჩვენი მხრიდან, ცოტა ვნერვიულობდით, რადგან ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. მეორე ტაიმში გარკვეული სიტუაციები შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და საპასუხო მატჩისთვის მზად რომ ვიყოთ, ჩვენს თამაშში რამდენიმე ელემენტი უნდა განვიხილოთ. გვჯერა, რომ 1:0-ით არაფერი წყდება და უნდა გავაუმჯობესოთ, რათა მეორე თამაშში უკეთესი სურათი გვქონდეს.

დღეს დიდი სივრცე დავუთმეთ, ბურთი „ომონიას“ მივეცით და დაველოდეთ. საპასუხო შეხვედრაში ამის განსხვავებულად ადაპტირებას ვეცდებით, რადგან გოლები გვჭირდება.

დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ, როგორც ყაზახეთში. გვინდა, რომ ისინი საქართველოშიც იყვნენ, სავსე სტადიონი იყოს, რადგან ერთად შეგვიძლია საუკეთესო შედეგისთვის ბრძოლა“, - თქვა შუსტერმა.

მატჩს შემდეგ კომენტარი გააკეთა „ტორპედოს“ მეკარემ ოთო გოშაძემ, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა:

„ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მევალება და თუ გუნდს ჩემი თამაშით ვეხმარები, მხოლოდ მახარებს. რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა წინ ქუთაისში გასამართი თამაშია და ამიტომ ჯერ დასრულებული არაფერია. მადლობა საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. მჯერა, 31 ივლისს შინ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ. ამ ეტაპის გადალახვა ერთად შეგვიძლია“, - აღნიშნა გოშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 31 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104167