ფეხბურთი

12:50 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლონგო: "ჩემი ფეხბურთელობით ვამაყობ, განმეორებითი მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება"

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის „დილა“ სტუმრად ლატვიურ „რიგასთან“ დამარცხდა 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

"შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ბოლომდე იბრძოლეს გასვლით მატჩში ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად იშვიათი და უნიკალურია. დარწმუნებული ვარ რომ 7 დღის შემდეგ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს თუ ვირწმუნებთ საკუთარ თავში და ასევე ვიბრძოლებთ. გორში სხვანაირად იქნება, მჯერა გულშემატკივარი დაგვეხმარება ბოლო წუთამდე, ვინაიდან საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. ამიტომ ვარ თავდაჯერებული, ახლა აღდგენის დროა, რათა მოვემზადოთ მომავალი ბრძოლისთვის." - განაცხადა დიეგო ლონგომ.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილასა" და "რიგას" განმეორებითი მატჩი 31 ივლისს გორში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093428