UFC-ის მსუბუქი დივიზიონის პოლონელმა მებრძოლმა მატეუშ გამროტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია თოფურია მის წნეხს ვერ გაუძლებს.
"ილია თოფურია ჩემპიონია, ის ძალიან ძლიერი მებრძოლია და დიდი სახელების მქონე მებრძოლები ჰყავს დამარცხებული. მიუხედავად ამ ყველაფრის ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება მარტივად შემიძლია, ის ჩემთვის ზედმეტად დაბალია. მასთან ბრძოლის შემთხვევაში ზუსტად ვიცი, თუ რას დავუპირისპირებ, ჩემი სტილი ზოგადად შერეულია, მაგრამ ყოველთვის ჭიდაობას ვირჩევ. იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ თავს დაიცავს არა უშავს, ავდგები და კვლავ გავაგრძელებ. ხუთ რაუნდიანი დაპირისპირებებისთვის ყოველთვის მზად ვარ და შემიძლია მთელი 25 წუთის განმავლობაში ვიწიდავო. ვიცი, რომ ილიას მძიმე დარტყმები აქვს, თუმცა საკითხავია მოახერხებს ჩემს წინააღმდეგ ზუსტი დარტყმის გატარებას თუ ვერა." - განაცხადა გამროტმა.
ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში სწორედ პოლონელი მატეუშ გამროტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. პოლონელს კარიერაში 28 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 25-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა.









