„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მზადაა სუპერლიგის პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ჩვენ ხიდებს ვაშენებთ. დღეს უეფასა და სუპერლიგას შორის დიალოგი რეალურია და არსებობს გაგების კონკრეტული ნიშნები.
ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. გვინდა უფრო სამართლიანი, უფრო ღია და მომგებიანი შეჯიბრი ყველასთვის. ახალმა ჩემპიონთა ლიგამ შემოსავლები 20%-ით გაზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.
ამ საკითხში ღიაობაა და უეფა მას განხორციელებად პროექტად მიიჩნევს. ეს კარგი ნიშანია. თუ გვინდა ცვლილებების აქტიური ნაწილი ვიყოთ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ფეხბურთს ერთიანობა სჭირდება. მიმართულება სწორია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე შევძლებთ შეთანხმებას მივაღწიოთ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი? მე მონაწილეობა მინდოდა. ვფიქრობ, „ბარსას“ შესაბამისი გუნდი იყო ამ ტურნირისთვის. სხვა კლუბებიც, რომლებსაც ნაკლები ისტორია ჰქონდათ, მიიწვიეს. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომ ნაკლებად დაღლილი გუნდი გვყავს“, - თქვა ლაპორტამ.