ფეხბურთი

11:05 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

MLS-მა ლიონელ მესი დისკვალიფიკაციით დასაჯა

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელები ლიონელ მესი და ჟორდი ალბა MLS-მა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

სასჯელის მიზეზი ის გახდა, რომ ორივე ფეხბურთელმა MLS ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა. ლიგის წესდების თანახმად, ფეხბურთელი, რომელსაც უმიზეზოდ, თუ ტრავმა არ აქვს, თავს აარიდებს ყველა ვარსკვლავის მატჩს, შემდეგ დისკვალიფიკაციით ისჯება.

მესი და ალბა „ინტერ მაიამის“ უახლოეს მატჩში, „სინსინატის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის MLS-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, მან 6-ჯერ დუბლის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156547