ფეხბურთი

11:42 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "როცა გულშემატკივრები იფიქრებენ, რომ სასარგებლო აღარ ვარ, მაშინვე წავალ"

„სანტოსის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა „ინტერნასიონალთან“ მატჩის შემდეგ ერთ-ერთ გულშემატკივართან იკამათა.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა:

„თამაშის დაძაბულობისას, ძნელია თავის შეკავება, როდესაც უსამართლოდ გლანძღავენ. არასდროს ვიკამათებ გულშემატკივართან, რომელიც ჩემს თამაშს აკრიტიკებს, მაგრამ მას ნამდვილად არ აქვს უფლება, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენოს, როგორც გააკეთა. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ოჯახს და მეგობრებს, ასეთ მომენტში თავის შეკავება რთულია.

აქ დავბრუნდი, რათა კლუბს რაც შეიძლება კარგად დავეხმარო, მოედანზეც და მის გარეთაც. თუ ერთ დღეს გულშემატკივრები იფიქრებენ, რომ აღარ ვარ სასარგებლო ან კლუბს რაიმე ფორმით ვაზიანებ, პირველი მე ჩავალაგებ ბარგს და წავალ“, - დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098891