სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:47 | 26.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „იუვენტუსს“ თურქი ვარსკვლავის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი გირვანქა შესთავაზა

„ჩელსიმ“ „იუვენტუსს“ 20 წლის თავდამსხმელის, კენან ილდიზის ტრანსფერისთვის 56-59 მილიონი გირვანქა შესთავაზა, იტყობინება Calciomercato.

წყაროს ცნობით, „ლურჯების“ ხელმძღვანელობამ თურქი ფეხბურთელის შეძენა მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას, კარგი სეზონისთვის „ჯილდოდ“ განიხილა. თუმცა, იტალიურმა გრანდმა ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვაზე უარი თქვა.

ილდიზმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

0.098161