„ნაპოლიმ“ „ტორინოდან“ სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
სერბი ნეაპოლურ კლუბს იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია ალექს მერეტთან მოუწევს.
ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი „ტორინოში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 158 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ასევე უთამაშია „ვოივოდინაში“, „ლეხიაში“, „სპალში“, „ასკოლისა“ და „სტანდარდში“.