ფეხბურთი

15:20 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიტროვიჩი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. თავდამსხმელით „მანჩესტერ იუნაიტდი“ და კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

„ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი ალექსანდარ მიტროვიჩი შესაძლოა ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნდეს, იტყობინება Caught Offside.

წყაროს ცნობით, 30 წლის სერბით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ. მიტროვიჩი ადრე ინგლისში „ფულემის“ რიგებში თამაშობდა და 190 მატჩში 109 გოლი გაიტანა.

სერბეთის ეროვნულ ნაკრებში მას 100 შეხვედრაში 62-ჯერ გამოუჩენია თავი.

0.172986