არ გამოდგა სიმართლე მონაჭორი იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ტაიგერ ვუდსის მემკვიდრედ შერაცხულ ახალგაზრდა მეგოლფე კოლინ მორიკავას გულის კარი თითქოს ჰოლივუდის ვარსკვლავ ლილი როუზ დეპისთვის გაეღოს.
მეგოლფის თქმით, სიმართლე ისაა, რომ კოლინ მორიკავას დიდი ხანია ეტრფის ბრუკლინელი მხატვარი და დიზაინერი ლაილა ბლუმი, რომელიც წარმოშობით იაპონელ-იტალიელია და თავისი ეგზოტიკური გარეგნობით მტერსაც და მოყვარესაც თვალს უბრმავებს.
ლაილა ის ქალია, რომელიც მორიკავამ ჯერ კიდევ კოლეჯში გაიცნო. ეს ის დროა, როცა მეგოლფის არც თასები ჰქონდა მოგებული და არც მილიონები ჩაჯიბული. დღეს კი, როცა კოლინი ჯოხს მარჯვედ იქნევს, ლაილა ბლუმი კვლავ გვერდით უდგას, ოღონდ ახლა უკვე Balenciaga-ს კაბითა და უორენ ბაფეტის ღიმილით.