"პარი სენ-ჟერმენმა" 23 წლის ფრანგ მეკარის ლუკა შევალიეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა "ლილთან" 23 წლის მეკარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და მის სანაცვლოდ 40 მილიონს გადაიხდის. აღნიშნული გარიგება ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება. ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისთვის, ლუკა შევალიე "ლილის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ შესაძლოა იტალიელმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ დატოვოს, რადგან მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ ტანხმდებიან. იტალიელის გადაბირებით "სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.