UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილთან გასამართ ორთაბრძოლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ აპირებს იმის დაჯერებას, რომ მერაბი დაუმარცხებელი მებრძოლი და კარდიო მანქანაა.
"არ მაინტერესებს არავის მოსაზრება და არ ვაპირებ იმის დაჯერებას, რომ მერაბ დვალიშვილი დაუმარცხებელია და ამავდროულად კარდიო მანქანაა. მე ამ ბრძოლისთვის ჩემი გეგმები მაქვს, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ოქტაგონზე გავიდე მერაბი ვცემო და შემდეგ საჩემპიონო ქამარი მოვირგო." - განაცხადა სენდჰეგენმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა 5 ოქტომბერს UFC 320-ზე გაიმართება, მათი დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება, ხოლო მთავარი ბრძოლა ქვემძიმე წონის საჩემპიონო რემატჩი იქნება, სადაც მაგომედ ანკალაევი ალექს პერეირას შეხვდება.