პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ჟოაო ფელიქსი კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს, სადაც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშებს.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ფელიქსმა არაბულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლონდონის „ჩელსიმ“ ჟოაოს სანაცვლოდ 52 მილიონი ევრო მიიღო.
ჟოაო ფელიქსი „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2018-2019 წლების სეზონში 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
ჟოაო ფელიქსმა ამის შემდეგ „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „ბარსელონასა“ და „მილანში“ ითამაშა.







