მადრიდის „რეალის“ ახალი 10 ნომერი კილიან მბაპეა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგმა ეს ნომერი ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ აიღო, ხოლო გასულ სეზონში 9 ნომრით ითამაშა. კილიანს 10 ნომრით „მონაკოში“ უთამაშია, ისევე, როგორც საფრანგეთის ნაკრებში.
მბაპე მესამე ფრანგია, რომელიც „სამეფო კლუბში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაიმონ კოპასა და ლასანა დიარას შემდეგ. ბოლო წლებში მადრიდული გრანდის 10 ნომრები მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი და მესუთ იოზილი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კილიან მბაპემ რეალის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 59 მატჩში 44 გოლი გაიტანა.






