ფეხბურთი

22:55 | 29.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერი MLS-ის გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

ვეტერანი გერმანელი ნახევარმცველი თომას მიულერი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემები ადასტურებენ.

გერმანელმა ფეხბურთელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო და კანადურ "ვანკუვერში" გადავა, რომელთანაც ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა „ბაიერნში“ 756 მატჩში 250 გოლი გაიტანა და 274 საგოლე პასი გააკეთა. მან 33 ტიტული მოიგო, მათ შორის, 13-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095605