ფეხბურთი

13:04 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე გასვლა ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ watfordobserver-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის გიორგიმ განაცხადა, რომ "უოტფორდთან" ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში უნდა.

"უოტფორდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიყვარს ამ გულშემატკივრის წინაშე თამაში და იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება. ტრავმა მოვიშუშე, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ სასურველ ფორმას მალე დავიბრუნებ. ვფიქრობ საკმარისად კარგი გუნდი ვართ და ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს პრემიერლიგაში აღზევების, ჩვენი მიზანი ახალ სეზონში სწორედ ეს იქნება. ამ შედეგის მისაღწევად პირველ რიგიში შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ, ბევრი გოლი გავიტანოთ და მეტი აგრესიით ვითამაშოთ. გასულ სეზონში სტარტი კარგი გვქონდა, თუმცა ბოლოს ბევრი მატჩი წავაგეთ. რა თქმა უნდა, დაცვაც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ შეტევაში მომატება აუცილებელია, რადგან იყო მომენტები როდესაც ბევრ საგოლე მომენტს ვერ ვქმნიდით, რის გამოც ბევრი ქულა დავკარგეთ.

როდესაც აქ პირველად მოვედი 100 %-ით მზად არ ვიყავი, ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა. ვფიქრობ ევრო 2024-ის შემდეგ სულ სხვაგვარად ვთამაშობდი და მაქსიმალურად ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი. დრიბლინგი ბავშობიდან მიყვარს და როდესაც ბურთი მაქვს, ვცდილობ მოედანზე გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღო. გასულ სეზონში 41 მატჩი ჩავატარე და მხოლოდ 2 გოლი გავიტანე, რაც ვფიქობ ძალიან ცოტაა. სურვილი მაქვს მომდევნო სეზონში თამაში გავაუმჯობესო, გაცილებით მეტი გოლი გავიტანო და საგოლე გადაცემების მაჩვენებელიც გავაუმჯობესო, "უოტფორდთან" ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება." - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ქართველმა 2024-2025 წლების სეზონში 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088649