ფეხბურთი

14:03 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუის დიასი "ბაიერნის" ფეხბურთელია

28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი ლუის დიასი "ლივერპულიდან" კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად გერმანულმა კლუბმა დაადასტურა.

"ლივერპული" აღნიშნული გარიგებიდან 75 მილიონ ევროს მიიღებს. ლუის დიასმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და 14 ნომეიანი მაისურით ითამაშებს.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს ვიყო ბაიერნის ნაწილი - ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია". მინდა ჩემს ახალ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და ამისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებ. ჩემი მიზანია ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა." - განაცხადა დიასმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის დიასი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 148 მატჩში 41 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პორტუს“, „ატლეტიკო ჟუნიორისა“ და „ბარანკილას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087186