სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:37 | 30.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ახალგაზრდა ნიდერლანდელი მცველის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ლონდონის "ჩელსიმ" მორიგი ტრანსფერის დახურა. როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 19 წლის ნიდერლანდელი მცველი იორელ ჰატო "აიაქსიდან" კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ამსტერდამული კლუბი აღნიშნული გარიგებიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი "არისტოკრატებთან" 7 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2032 წლის ზაფხულამდე იქნება. ჰატოს ლონდონში უახლოეს პერიოდში ელოდებიან, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწეროს.

შეგახსენებთ, რომ იორელ ჰატო "აიაქსის" საფეხბურთო კლუბის აღზრდილია, მან გასულ სეზონში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096854