ფეხბურთი

12:49 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

„მესი ჩემთვის ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელია, უბრალოდ იმიტომ, რომ, ის ისტორიაში საუკეთესოა... მაშინაც კი, თუ ავიღებთ ჭეშმარიტად დიდებულებს - კრუიფს, ზიდანს, რონალდოს და ამავდროულად გავაცნობიერებთ, რომ მათ ზემოთ კიდევ ერთი დონეა და მესი აშკარად ამ დონეზეა, ეს ნამდვილად საოცარია.

ტრავმების გარეშე, ვფიქრობ, ბრაზილიელ რონალდოზე ერთ კონტექსტში ვისაუბრებდით. მაგრამ, სამწუხაროდ, იყო ტრავმები. და მაინც, მან წარმოუდგენელი რაღაცეები გააკეთა და სიხარული მომანიჭა“, - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Goal.

მესის „ოქროს ბურთის“ მოპოვების რეკორდი ეკუთვნის. მან ეს ჯილდო რვაჯერ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165896