„ინტერი“ სერია A-ს კლუბებს შორის 2024/25 წლების სეზონში ტელევიზიის უფლებებიდან მიღებული შემოსავლების ლიდერი გახდა, იტყობინება Gazzetta dello Sport.
მილანურმა კლუბმა ტელევიზიის უფლებებიდან 81.6 მილიონი ევრო მიიღო, „ნაპოლიმ“ - 67.8 მილიონი, „იუვენტუსმა“ - 67.7 მილიონი, „მილანმა“ - 67.3 მილიონი, ხოლო „რომამ“ - 61.2 მილიონი ევრო.
2024/25 წლების სეზონის ბოლოს სერია A „ნაპოლიმ“ მოიგო, მეორე ადგილზე „ინტერი“ გავიდა, ხოლო მესამეზე - „ატალანტა.“






