ფეხბურთი

14:50 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა „ტორინო“ ამხანაგურ მატჩში. საზონოვი ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ფრანგულ „მონაკოსა“ და იტალიური „ტორინოს“ შორის ამხანაგური მატჩი დასრულდა. გუნდებმა ლა ტურბიში (საფრანგეთი) მონაკოს საწვრთნელი ცენტრის მოედანზე ითამაშეს. მონაკომ 3:1 გაიმარჯვა.

„მონაკოს“ ნახევარმცველმა ფოლარინ ბალოგუნმა, მცველებმა კასუმ უატარამ და კრისტიან მევისა ელებიმ გაიტანეს გოლები. გუშინ, 30 ივლისს, „მონაკომ“ იგივე ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

„მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენს“ 23 ქულით ჩამორჩა. „ტორინომ“ იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა.

„ტორინოს“ ქართველმა მცველმა, საბა საზონოვმა ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიში ახლახან დაიწყო. მისი მინდორზე დაბრუნების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093024