ფეხბურთი

16:33 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

კოლო მუანის "იუვენტუსში" დაბრუნება სურს

ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-დან რანდალ კოლო მუანის დაბრუნება სურს. ტრანსფერზე მუშაობა რომ მიმდინარეობს, იტალიური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დამიენ კომოლიმ დაადასტურა.

„პარი სენ-ჟერმენთან“ ამ საკითხზე ვსაუბრობთ. რანდალს ჩვენთან დაბრუნება სურს, ასე რომ, აჩქარება საჭირო არაა“, - აღნიშნა ფრანგმა მენეჯერმა.

კოლო მუანის დაბრუნება ნიშნავს, რომ დუშან ვლაჰოვიჩს გუნდის დატოვება მოუწევს. ეს ცნობაც დადასტურდა: „დუშანთან გვაქვს შეთანხმება, რომ თუ კარგი შეთავაზება იქნება, ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს. თუმცა, ჯერჯერობით, ეს შეთავაზება არ მიგვიღია“.

შეგახსენებთ, რომ რანდალ კოლო მუანიმ „იუვენტუსში“ იჯარით გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092503