იტალიურ „კალიარის“ საბა გოგლიჩიძის დამატება სურს, მაგრამ ჯერჯერობით, კლუბები შეთანხმებისგან შორს არიან.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ემპოლი“ გოგლიჩიძის გაყიდვას 8 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. შესაბამისად, სარდინიელები ეძებენ ალტერნატიულ გზებს, რათა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიონ.
„ემპოლი“ გოგლიჩიძეს დაახლოებით 8-9 მილიონ ევროდ აფასებს. ტოსკანური კლუბი სერია B-ში გავარდა, შესაბამისად, ქართველ მცველს კლუბის დატოვება სურს. 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს უკვე ძალიან ბევრ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ფაქტია, ამ დრომდე „ემპოლის“ რიგებშია.
საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ქართველ მცველს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.









