ფეხბურთი

23:08 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელია

ვიქტორ ოსიმენის საგა როგორც იქნა, დასრულდა: მან „გალათასარაისთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლი“ საბოლოოდ დატოვა და ამიერიდან თურქული კლუბის სრულფასოვანი წევრია.

შეთანხმების დეტალები ასეთია: „გალათასარაიმ“ 40 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ გადაიხადა, ხოლო დანარჩენი 35 მილიონი ევრო 2026 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში „გალათასარაი“ ოსიმენს იტალიაში გაყიდის, ტრანსფერის საფასურის 10% „ნაპოლის“ ერგება.

ნიგერიელმა სტამბოლელებთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 15 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით ითამაშა (41 მატჩი, 37 გოლი) და თურქეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო თურქეთის თასი. „ნაპოლიში“ ოსიმენი 2020-2024 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლილის“, „შარლერუასა“ და „ვოლფსბურგის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161159