ფეხბურთი

0:42 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰენინგ ბერგი: "სასიამოვნო იმის ნახვა, როცა მეტოქე გუნდის გულშემატკივარიც გაღიარებს"

ნიქოზიის „ომონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა „ტორპედოსთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. პირველ თამაშში ძალიან კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ იმდენი გოლი ვერ გავიტანეთ, რამდენის გატანაც შეგვეძლო. დღეს შეტევაში უფრო სახიფათოები ვიყავით, ხარისხიანი გოლები გავიტანეთ. მაგალითად, პირველი გოლი, იშვიათად ნახავ უფრო ლამაზ გოლს, იოვეტიჩმა და კულიბალიმ თავიანთი ხარისხი აჩვენეს. რა თქმა უნდა, როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, „ტორპედოსთვის“ რეაგირება ძალიან რთული იყო.

„ტორპედოს“ ფანების ტაში? სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებიც აღიარებენ ჩვენი გოლების ხარისხს. ჩვენი ზოგიერთი გოლი უმაღლესი ხარისხის იყო. ვამაყობთ ამ რეაქციით, რადგან ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ წაგებით. ეს ისეთი რამაა, რასაც ხშირად ვერ ხედავ, მაგრამ დღეს ვნახეთ“, - თქვა ბერგმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ნიქოზიის „ომონიას“ წინააღმდეგ სტუმრად 0:1, ხოლო შინ 0:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090935