ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. პორტუგალიის სუპერთასზე, ლისაბონურ დერბიში „ბენფიკას“ წინააღმდეგ.
ქართველ ნახევარმცველს პორტუგალიაში პირველი ტიტული მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ „სპორტინგი“ 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გაიტანა.
ქოჩორაშვილი თამაშში 69-ე წუთზე ჰიდემასა მორიტას ნაცვლად ჩაერთო, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„ბენფიკამ“ პორტუგალიის სუპერთასი მეათედ მოიგო, ხოლო „სპორტინგი“ მომდევნო მატჩს 8 აგვისტოს, სტუმრად „კაზა პიასთან“ გამართავს, რომელსაც პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში შეხვდება.










