ლონდონის "ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას განაგრძობს. The Telegraph-ის ცნობით, ლონდონელები ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერზე შეთავაზებას ამზადებენ.
წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ოფიციალურ შეთავაზებით "მანჩესტერს" აგვისტოს დასაწყისში მიმართავენ და იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერად ჩაივლის. როგორც ირკვევა, "ჩელსიში" გადასვლის პერსპექტივით თავად გარნაჩოც მოხიბლულია და სურვილი აქვს ყველაფერი მალე გაირკვეს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ალეხანდრო გარნაჩო რუბენ ამორიმის გეგმებში აღარ შედის და პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას კლუბის დატოვება ურჩია.
შეგახსენებთ, რომ გარნაჩო "მანჩესტერის" ძირითად გუნდში 2022 წლიდან თამაშობს, მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევროა.