სხვა

14:19 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანი: "ვინმე ეტყვის თოფურიას, რომ მაკგრეგორი არ არის?"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარუკიანი ილიასთან დაკავშირებით საუბრებს არ წყვეტს, სომეხმა მებრძოლმა ამჯერად საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ილიაზე მორიგ კომენტარს აკეთებს.

"ვინმე ეტყვის ილიას, რომ მაკკრეგორი არ არის და მისი საქციელი ყველა სხვა ჩემპიონს ცუდად წარმოაჩენს? ჩემპიონები ყოველთვის ნამდვილ კონტენდერებს უნდა ეჩხუბონ, მაგრამ ეს ბიჭი BMF-ზე ფიქრობს. როგორ არის ესპანურად pussy?" - წერს სოციალურ ქსელში ცარუკიანი.

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანსა და ილია თოფურიას შორის ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა, ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არმანთან ჩხუბს ურჩევნია ქამარი ვაკანტური გახადოს, რადგან მან მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ მცირე დაზიანების გამო ჩაეხსნა.

ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის დასაწყისსში გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096363