საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 9-16 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს. დღეს ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდი დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 100:76 გაიმარჯვა.
მატჩის საკმაოდ თანაბრად დაიწყო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეორე მეოთხედის ბოლოს უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში ქართველებმა უპირატესობა უფრო გაზარდეს და ჯამში დიდი 24 ქულიანი სხვაობით 100:76 იმარჯვეს. ჩვენი გუნდის მხრიდან საუკეთესო კალათბურთელად მათე ხატიაშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე ხორვატიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.