„ლივერპულს“ „ნიუკასლიდან“ ალექსანდერ ისაკის შეძენა სურს და პირველი შეთავაზებაც გააკეთა, რაზეც უარი მიიღო.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „წითლებმა“ „ჯორდებს“ 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი, პლუს ბონუსები შესთავაზეს. თუმცა „ნიუკასლისგან“ ტრანსფერზე ჯერჯერობით მწვანე შუქი ვერ მიიღო. ინგლისური კლუბი შვედი ფორვარდის გაყიდვას მანამ არ აპირებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის.
ისაკმა კლუბმა განუცხადა, რომ „ლივერპულში“ გადასვლა სურს და „მერსისაიდელებთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულიც აქვს. ტრანსფერზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.