ფეხბურთი

19:00 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო პალინია "ბაიერნიდან" პრემიერლიგაში ბრუნდება

ლონდონის „ტოტენჰემი“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ჟოაო პალინიას იმატებს. 30 წლის პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

პალინია „დეზებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თუმცა, გამოსასყიდინ პუნქტი სავალდებული არ არის.

პალინიამ „ბაიერნში“ გასულ სეზონში 25 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე პორტუგალიელი ნახევარმცველი „ფულჰემის“, „ბრაგას“, „ბელენენსეშის“, „მორეირენსეს“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094317