მარსელის „ოლიმპიკმა“ როტერდამის „ფეიენოორდიდან“ ბრაზილიელი გარემარბი იგორ პაიშაო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო როტერდამელებმა 25 მილიონი ევრო მიიღეს.
25 წლის ფეხბურთელი „ფეიენოორდში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 129 მატჩში 39 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „კურიტიბასა“ და „ლონდრინას“ ღირსებას იცავდა.






