ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ლასკი“ 2:0 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე კომპენსირებული დროის ჩათვლით 92 წუთის განმავლობაში იყო, ხოლო გოლი მე-12 წუთზე გაიტანა. ოთარმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თვითონვე უნაკლოდ დაარტყა და ანგარიში 2:0 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
ოთარ კიტეიშვილმა ეს სეზონი იდეალურად დაიწყო, რადგან ჯერ ავსტრიის თასზე გაიტანა, ახლა ბუნდესლიგის პირველივე შეხვედრაშიც. „შტურმი“ მეორე ტურში 10 აგვისტოს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.









